იენს სტოლტენბერგი - მოკავშირეები თუ დადგებიან არჩევანის წინაშე, ნატო-ს თავდაცვითი მიზნების შესრულებასა და უკრაინისთვის მეტ დახმარებას შორის, ჩემი გზავნილია, გაუგზავნეთ მეტი უკრაინას
ნატო-ს წევრ ქვეყნებს აქვთ საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა დააკმაყოფილონ უკრაინის მოთხოვნა მათი ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნიდერლანდების, დანიისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების მიწოდებას, ვიდრე საკუთარი თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული მიზნების შესრულებას.
„უკრაინას მეტი სჭირდება. ასე რომ, მოკავშირეები თუ დადგებიან არჩევანის წინაშე, ნატო-ს თავდაცვითი მიზნების შესრულებასა და უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევას შორის, ჩემი გზავნილი ნათელია: გაუგზავნეთ მეტი უკრაინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.