იენს სტოლტენბერგი - მკაცრად ვგმობ ქაბულის აეროპორტში საზარელ ტერაქტს, ჩვენი პრიორიტეტია რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაცია უმოკლეს დროში
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტი დაგმო და განაცხადა, რომ დროის მცირე მონაკვეთში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს.
„მკაცრად ვგმობ ქაბულის აეროპორტში მომხდარ საზარელ ტერაქტს. ჩემი ფიქრები ყველა დაზარალებულთან და მათ ახლობლებთანაა. ჩვენი პრიორიტეტია რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაცია უმოკლეს დროში“, – წერს სტოლტენბერგი „ტვიტერზე“.
„როიტერის“ ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში აფეთქებას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა აეროპორტის ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც ავღანელები იყვნენ შეკრებილი.