იენს სტოლტენბერგი - მივესალმები ევროპული თავდაცვის გაძლიერებას ნატო-სთან კონკურენციის გარეშე
ნატო-ს გენერალური მდივანი მისალმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. სხდომა ევროპულ საბჭოში მიმდინარეობს.
„ევროპული თავდაცვა კარგია ევროპისთვის და კარგია ნატო-სთვის. ძლიერი ევროპული თავდაცვა ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების შექმნას, გაზრდის თავდაცვის ხარჯებს. ეს არის ნატო-ს ევროპული საყრდენის გაძლიერების გზა. მივესალმები ევროპული თავდაცვის გაძლიერებას ნატო-სთან კონკურენციის გარეშე. ჩვენ არ გვჭირდება დუბლირება, ჩვენ არ გვჭირდება კონკურენცია. ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა”,-აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბრექსიტის შემდეგ ნატო თავდაცვის ხარჯების 80 პროცენტს ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებიდან იღებს და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად ნატო-ს ოთხი ბატალიონიდან, სამ ბატალიონს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები ხელმძღვანელობენ.
ევროკავშირის 23 წევრი სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდა.