იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სერგეი ლავროვს შეხვდება
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. ეს განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-რუსეთის საბჭო იქნება.
„მოლაპარაკებების დროს ჩვენ განვიხილავთ საკმაო რთულ საკითხებს, მაგალითად უკრაინას. აუცილებელია, გვქონდეს მოლაპარაკების მაგიდასთან საკითხების განხილვის შესაძლებლობა“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგი და სერგეი ლავროვი ბოლოს ერთმანეთს 2017 წლის სექტემბერში, ნიუ-იორკში შეხვდნენ.