იენს სტოლტენბერგი - მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება
იენს სტოლტენბერგი - მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თანამდებობიდან მისი წასვლის შემდეგ მარკ რუტე მოვალეობებს თავს კარგად გაართმევს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ მოხარულია, რადგან ნატო-ს მოკავშირეებმა შეძლეს ალიანსის შემდეგი გენერალური მდივნის კანდიდატურაზე შეთანხმება.

„მარკ რუტე იქნება ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი. მე მას მრავალი წელია, ვიცნობ. მთელი ამ წლების განმავლობაში ის კონსენსუსის მიღწევისადმი თავის შესაძლებლობას აჩვენებდა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს ნატო-მ თავის მომავალ გენერალურ მდივნად მარკ რუტე დანიშნა. რუტე თანამდებობას პირველი ოქტომბრიდან დაიკავებს, მას შემდეგ, რაც იენს სტოლტენბერგის მანდატი ამოიწურება.