იენს სტოლტენბერგი - „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა ერაყსა და სირიაში არ მთავრდება
იენს სტოლტენბერგი - „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა ერაყსა და სირიაში არ მთავრდება

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა მთელი თაობის ბრძოლაა, რომელიც სირიასა და ერაყში არ მთავრდება.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ტერორისტების განადგურება სირიასა და ერაყში არ ნიშნავს, რომ „ისლამური სახელმწიფო” საბოლოოდ დამარცხდა.

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა მთელი თაობის ომია, რომელსაც დრო დასჭირდება. უნდა ველოდოთ, რომ „ისლამური სახელმწიფო” და ზოგიერთი მისი მიმდევარი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება საფრთხედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებისთვის“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ სირიის არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ბოლო ქალაქი გაათავისუფლა.