იენს სტოლტენბერგი - ევროპაში ამერიკული ახალი რაკეტები არ არის, მაგრამ არის ახალი რუსული რაკეტები
ამერიკული ახალი რაკეტები ევროპაში არ არის, მაგრამ ევროპაში არის ახალი რუსული რაკეტები, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალზე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსული რაკეტები ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„სესია უკავშირდება „საერთაშორისო ბირთვული ძალების“ შეთანხმებას. ხელშეკრულების აშკარა დარღვევით, რუსეთმა შექმნა, გამოსცადა და განათავსა ახალი “ეს-ეს-სი 8” სარაკეტო სისტემა და ბირთვული რაკეტები, რომელსაც ევროპულ ქალაქებამდე მიღწევა რამდენიმე წუთში შეუძლია. ამერიკული ახალი რაკეტები ევროპაში არ არის, მაგრამ ევროპაში არის ახალი რუსული რაკეტები.
ჩვენ მოუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს „საერთაშორისო ბირთვული ძალების“ შეთანხმების შესრულებას. დრო გადის. ხელშეკრულება, რომელიც მხოლოდ ერთი მხარის მიერ სრულდება, ჩვენ დაცვას ვერ უზრუნველყოფს.
დღეს ჩვენ შევთანხმდებით არაერთ სამხედრო და პოლიტიკურ ზომაზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თავდაცვა და შეკავება კვლავ ეფექტური იყოს, თუ რუსეთი არ შეასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.