იენს სტოლტენბერგი - ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხე რეალურია
ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხე რეალურია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დღეს ბრიუსელში გამართული ნატო-რუსეთის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხე რეალურია. სწორედ ამიტომ იყო დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ ეს ახალი კონფლიქტი არ მოხდეს. სწორედ ამიტომ არის ჩვენი გზავნილი რუსეთისადმი ასეთი მკაფიო, რომ ჩვენ ვართ მზად, დავსხდეთ და ვისაუბროთ საკითხების გრძელი ნუსხის გარშემო, მათ შორის შეიარაღების კონტროლზე, რაკეტების ორმხრივ შეზღუდვასა და სხვა საკითხებზე. ამასთან ერთად, ჩვენ ვუცხადებთ რუსეთს, რომ თუ ისინი გამოიყენებენ სამხედრო ძალას, ამას მოჰყვება მძიმე შედეგები. მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები.
ჩვენ პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას, რათა განვამტკიცოთ მათი თავდაცვიუნარიანობა. უკრაინა არის პარტნიორი და ჩვენ მათ პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას ვაწვდით სხვადასხვა გზით, მაგრამ უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი, ხოლო ნატო-ს მეხუთე მუხლი, ანუ უსაფრთხოების გარანტიები ვრცელდებდა მხოლოდ ნატო-ს წევრებზე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დავიცვათ ალიანსის ყველა წევრი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.