იენს სტოლტენბერგი - დარწმუნებული ვარ, გვექნება ფორმულირება უკრაინის ალიანსის წევრობის თაობაზე
იენს სტოლტენბერგი - დარწმუნებული ვარ, გვექნება ფორმულირება უკრაინის ალიანსის წევრობის თაობაზე

დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ფორმულირება უკრაინის ალიანსის წევრობის თაობაზე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა ისაუბრა ნატო-ს გეგმაზე წვრთნებისა და უკრაინის დახმარების შესახებ უსაფრთხოების მხრივ და აღნიშნა, რომ ელოდება ახალ განცხადებებს უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების შესახებ.

„ჩვენ განვიხილავთ და ვაგვარებთ მრავალ საკითხს უკრაინასთან დაკავშირებით ნატო-ს სამიტამდე. ჩვენ უკვე შევთანხმდით ნატო-ს წვრთნისა და უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გეგმაზე. ვნახეთ ახალი განცხადებები და ველოდები, რომ უფრო მეტი განცხადება მოვისმინო უკრაინისთვის უფრო მეტი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ფორმულირება უკრაინის ალიანსის წევრობის თაობაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.