იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ვნახეთ რუსული აგრესიის ნიმუში მრავალი წლის განმავლობაში, საქართველო 2008 წელს, ყირიმი და დონბასი 2014 წელს და უკრაინაში სრულფასოვანი შეჭრა
ჩვენ ვნახეთ რუსული აგრესიის ნიმუში მრავალი წლის განმავლობაში – საქართველო 2008 წელს, ყირიმი და დონბასი 2014 წელს და სრულფასოვანი შეჭრა გასულ წელს, ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგმა აღნიშნულის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. უნდა მივცეთ უკრაინას ის, რაც მათ სჭირდებათ გასამარვებლად, რომ იყოს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი ერი ევროპაში. ჩვენ ვნახეთ რუსული აგრესიის ნიმუში მრავალი წლის განმავლობაში – საქართველო 2008 წელს, ყირიმი და დონბასი 2014 წელს და სრულფასოვანი შეჭრა გასულ წელს. ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა განვახორციელოთ გრძელვადიანი ღონისძიებები უკრაინის უსაფრთხოებისთვის, იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთი არ გააგრძელებს ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლას და დაირღვეს რუსული აგრესიის ციკლი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.