იენს სტოლტენბერგი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი უკრაინისთვის ღიაა, თუმცა მისკენ მიმავალი გზა რთულია
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი უკრაინისთვის ღიაა, თუმცა მისკენ მიმავალი გზა რთულია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები არასდროს აღიარებენ ყირიმის ანექსიას.
ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დაგმო რუსეთის სამხედრო ჩარევა დონბასში. ასევე სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, დაუბრუნოს უკრაინას ქერჩის ყურეში დაკავებული ხომალდები და უზრუნველყოს თავისუფალი წვდომა უკრაინულ პორტებთან აზოვის ზღვაში.