იენს სტოლტენბერგი - ჩემი ფიქრები და ღრმა მწუხარება ყველა დაზარალებულს და თურქ ხალხს, ნატო სოლიდარობას უცხადებს თურქეთს
ნატო სოლიდარობას უცხადებს თურქეთს,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„შოკისმომგვრელი კადრები სტამბოლიდან. ჩემი ფიქრები და ღრმა მწუხარება ყველა დაზარალებულს და თურქ ხალხს. ნატო სოლიდარობას უცხადებს ჩვენ მოკავშირე თურქეთს“, – წერს სტოლტენბერგი.
ბოლო მონაცემებით, სტამბოლში ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა. დაშავებულებიდან 50 საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ხუთი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მისივე თქმით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბბინა აქვთ.