იენს სტოლტენბერგი - არსებითი მნიშვნელობა აქვს, ქაბულის აეროპორტი ღია დარჩეს, რადგან წასვლის მსურველებმა გამგზავრება შეძლონ
არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ქაბულის აეროპორტი ღია და ფუნქციონირებადი დარჩეს, რადგან ვისაც წასვლა ჯერ კიდევ სურს, გამგზავრება შეძლონ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტი ღია უნდა იყოს როგორც ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ასევე მათთვის, ვინც სამხედრო ევაკუაციის დროს ქვეყნიდან გასვლა ვერ მოახერხა.
„ჩვენ მათ არ დავივიწყებთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერმა.
აშშ-ის სამხედროების გამოსვლის შემდეგ, აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ ქაბულის აეროპორტი „უკონტროლოდ“ გამოაცხადა. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ არ არსებობს საჰაერო მიმოსვლის კონტროლი ან აეროპორტის მომსახურება და თვითმფრინავები იქ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაეშვან.