იენს სტოლტენბერგი - ამბოხმა აჩვენა ბზარები რუსეთის სისტემაში, ეს რუსეთის შიდა საკითხებია და ძალიან ადრეა საბოლოო დასკვნების გამოტანა
რუსეთში მომხდარმა ამბოხმა აჩვენა ბზარები რუსეთის სისტემაში. მნიშვენლოვანია, აღინიშნოს, რომ ეს არის რუსეთის შიდა საკითხები და ძალიან ადრეა საბოლოო დასკვნების გამოტანა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნატოსთვის მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება.
„სამიტზე მე ველოდები ახალ განცხადებებს სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით. შევთანხმდებით პროგრამებზე, რომლებიც დაეხმარება უკრაინას ნატო-ს მიმართულებით მოძრაობაში, რათა იყოს სრულად თავსებადი ნატო-სთან. ასე რომ, მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარება, რომ გაიმარჯვოს უკრაინამ, როგორც სუვერენულმა და დამოუკიდებელმა ქვეყანამ. ევროკავშირთან ერთად, ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. დახმარება კიდევ უფრო იზრდება. ჩვენ ვნახეთ ახალი განცხადებები ევროკავშირის წევრების და ნატო-ს მოკავშირეების მხრიდან დამატებით დახმარებაზე, ასევე, ის, რომ F-16 ავიაგამანდგურებლებზე პილოტების წვრთნა დაიწყო“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.