იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები არ განიხილავენ უკრაინის ნატო-ში ოფიციალური მიწვევის საკითხს
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები არ განიხილავენ უკრაინის ნატო-ში ოფიციალური მიწვევის საკითხს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები არ განიხილავენ უკრაინის ნატო-ში ოფიციალური მიწვევის საკითხს.

„ვილნიუსის სამიტზე და სამიტისთვის მზადების პროცესში ჩვენ არ განვიხილავთ ოფიციალური მოწვევის გაცემას. განვიხილავთ, როგორ წავწიოთ უკრაინა ნატო-სთან უფრო ახლოს. მიმდინარეობს კონსულტაციები“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა ბერლინში, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინისთვის ნატო-ს კარი ღიაა, თუმცა მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის გახდება ქვეყანა ალიანსის წევრი.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ დავამტკიცეთ ეს ფინეთისა და შვედეთის მოწვევით. ჩვენ ასევე ვეთანხმებით იმას, რაც განვაცხადეთ 2008 წელს, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ ასევე ვთანხმდებით, რომ ეს არ არის რუსეთისთვის, არამედ ეს უკრაინისთვისაა და ნატო-ს მოკავშირეები გადაწყვეტენ, როდის იქნება უკრაინის მოწვევისთვის შესაფერისი დრო. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ნატო-ს გადაწყვეტილებებზე“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.