იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან ათობით ათასი რუსი სამხედრო რჩება
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან ათობით ათასი რუსი სამხედრო რჩება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან ათობით ათასი რუსი სამხედრო რჩება. ამის შესახებ მან ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად რუსეთის აგრესიულ ქმედებებს განიხილავენ, მათ შორის საშიშ სადაზვერვო ოპერაციებს ბულგარეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში, ასევე უკრაინასა და მის გარშემო სამხედრო ძალის მობილიზება.

„ჩვენ ვიხილეთ რუსეთის ქვედანაყოფების რაოდენობის გარკვეული შემცირება, თუმცა ათობით ათასი კვლავ რჩება, ასევე ვხედავთ, რომ რუსეთი ინარჩუნებს ბევრ იარაღს და აღჭურვილობას. ისინი ასევე აწესებენ შეზღუდვებს შავ ზღვაში, მათ შორის ქერჩის სრუტიდან აზოვის ზღვაზე წვდომას ზღუდავენ. ამიტომ ნატო-მ უნდა შეინარჩუნოს სიფხიზლე და ყურადღებით დააკვირდეს მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, დღეს კიევში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ წარმოადგენს სამხედრო საფრთხეს უკრაინის საზღვარზე.