იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან „მარცვლეულის შეთანხმება“ და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი განიხილა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნიუ იორკში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განიხილა შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმება“ და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება. ამის შესახებ სტოლტენბერგმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ჩვენ განვიხილეთ ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერებ. მე მას მადლობა გადავუხადე თურქეთის მუშაობისთვის შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის მიზნით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ვილნიუსში შეთანხმების მიხედვით, თურქეთის პარლამენტი რაც შეიძლება სწრაფად განიხილავს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს“.