იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება, გახდება თუ არა უკრაინის კონტრშეტევა გადამწყვეტი ომში
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება, გახდება თუ არა უკრაინის კონტრშეტევა გადამწყვეტი ომში

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება, გახდება თუ არა უკრაინის კონტრშეტევა გადამწყვეტი ომში.

„ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა მნიშვნელოვანი მომენტი ამ ომში. რაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს უკრაინა, მით უფრო ძლიერი იქნება მათი ხელი მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ უკრაინის ჯარები სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევენ ბრძოლის ველზე და უფრო მეტ ოკუპირებულ ტერიტორიას ათავისუფლებენ.