იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების სამართავად უკრაინელი პილოტების გაწვრთნით, ნატო კონფლიქტის მხარე არ ხდება
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების სამართავად უკრაინელი პილოტების გაწვრთნით, ნატო კონფლიქტის მხარე არ ხდება.
სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მას სწორედ ამაში ეხმარება.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის აგრესიული ომი. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ეს უფლება გაწერილია გაერო-ს ქარტიაში. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, დაიცვას ეს უფლება. გაერო-ს ქარტია და საერთაშორისო სამართალი უფლებას გვანიჭებს, დავეხმაროთ მათ აგრესიული ომის წინააღმდეგ თავის დაცვაში. ნატო-ს ან ნატოელ მოკავშირეებს ეს არ ხდის კონფლიქტის მხარედ, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, დაიცვას თავი ამ აგრესიული ომის, პუტინის ბრუტანული შეჭრის წინააღმდეგ“, – აცხადებს სტოლტენბერგი.