იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი უკრაინას შეიარაღებული ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაში დაეხმარება
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი უკრაინას შეიარაღებული ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაში დაეხმარება

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინას შეიარაღებული ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაში დაეხმარება.

„სამიტზე მოკავშირეები მიიღებენ გრძელვადიანი დახმარების პაკეტს, რომელიც უკრაინას ნატო-ს სტანდარტებთან ადაპტაციაში დაეხმარება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში.

ამასთან, სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ალიანსის დახმარებით უკრაინელი სამხედროები შეძლებენ საბჭოთა მოდელის არმიიდან თანამედროვე შეიარაღებულ ძალებზე გადასვლას, ნატო-ს მოქმედი სტანდარტებით.

როგორც გენერალური მდივანი ამბობს, ნატო-ს მიერ უკრაინელი სამხედროების გაწვრთნის ფონზე, უკრაინას ტერიტორიული წარმატებების მიღწევა შეუძლია.