იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თავდასხმებთან დაკავშირებით, რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნა მოითხოვა
იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თავდასხმებთან დაკავშირებით, რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნა მოითხოვა

რუსეთმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნა მოითხოვა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გააკეთა.

მედიის ცნობით, სხდომა დღეს გაიმართება.

ამასთან, მიმდინარე კვირას უშიშროების საბჭოზე მიღებული რეზოლუციით, ქვეყნებმა მოსთხოვეს „ჰუსიტებს“, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავიანთი თავდასხმები გემებზე წითელ ზღვაში.

რუსეთმა და ჩინეთმა, საბჭოს მუდმივმა წევრებმა, თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა განახორციელეს. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელის განცხადებით,  დარტყმები თვითმფრინავებიდან, გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან მოხდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, დარტყმები დედაქალაქ სანში, „ჰუსიტების“ წითელი ზღვის პორტ ჰუდაიდაში, დამარსა და საადაში განხორციელდა.