იემენში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
იემენში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას სულ მცირე ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
აფეთქება ქალაქ ადენში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება გუბერნატორის კოლონისთვის იყო გამიზნული.
გუბერნატორი აჰმედ ლამლასი და სოფლის მეურნეობის მინისტრი სალემ ალ სუკატრი აფეთქებას უვნებლად გადაურჩნენ.
ლამლასი და მინისტრი სუკატრი სამხრეთის გარდამავალი საბჭოს წევრები არიან, რომლებიც ადენსა და სამხრეთ იემენში ძალაუფლების მოსაპოვებლად იბრძვიან.
იემენის მთავრობა და სამხრეთის გარდამავალი საბჭო ნომინალური მოკავშირეები არიან, საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი კოალიციის ფარგლებში, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტთა დაჯგუფებებს ებრძვიან.