იემენში ამბოხებულები საუდის არაბეთის სამხედრო ძალებს 30 ადამიანი მკვლელობაში ადანშაულებენ
იემენში ამბოხებულები საუდის არაბეთის სამხედრო ძალებს 30 ადამიანი მკვლელობაში ადანშაულებენ

იემენში ამბოხებულები საუდის არაბეთის სამხედრო ძალებს 30 ადამიანი მკვლელობაში ადანშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო საინფრომაციო საგენტო, ამბოხებული ჰუსიტების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ საუდის არაბეთის კოალიციური ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო შეტევების დროს ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. მათ შორის კი ქალები და ბავშვებიც იყვნენ.

ამის პარალელურად, ვრცელდება ინფრომაცია, რომ იემენში ამბოხებულმა შიიტუმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის კოალიციის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. თუმცა თავად ერ-რიადი განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. საუდის არაბეთის განმარტებით, ვეტრფრენი უბედური შემთხვევის შედეგად გამოჩარდა.

იემენში სამოქალაქო დაპირისპირება 2014 წლის შემდეგ მიმდინარეობს. ერთმანეთს სახელისუფლებო ძალები და ამბოხებული შიიტი ჰუსიტები ებრძვიან, თუმცა მარიონეტულ ომში რეგიონი ორი წამყვანი ქვეყანა, საუდის არაბეთი და ირანი აქტიურად არიან ჩართულნი. ამ ხნის განმავლობაში სამოქალაქო დაპირისპირებას ოფიციალური მონაცემებით ათი ათასი ადამიანი შეეწირა. ათობით ათასი პირი კი იძულებული გახდა, მშობლიური სახლი დაეტოვებინა.