იემენში ამბოხებულები ქალაქ ჰოდეიდას პორტის კონტროლის გაერო-სთვის გადასაცემად მოლაპარაკებებს დათანხმდნენ
იემენში ამბოხებული ჰუსიტები ქალაქ ჰოდეიდას პორტის კონტროლის გაერო-სთვის გადასაცემად მოლაპარაკებებს დათანხმდნენ. ამის შესახებ იემენის საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციის საგანგებო წარმომადგენელმა განაცხადა.
მარტინ გრიფიტის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ ამბოხებული ჰუსიტების წარმომადგენლებს შეხვდა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში არსებული ვითარება განიხილა. შეხვედრის დროს მათ ჰოდეიდაში მშვიდობის დამყარებისთვის საჭირო ზომებზე ისაუბრეს.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ პორტში გაერო-სთვის ხელმძღვანელი როლის მინიჭებისთვის აქტიური და სასწრაფო მოლაპარაკებები ვაწარმოოთ“, – განაცხადა გერო-ს საგანგებო წარმომადგენელმა შიიტ ჰუსიტებთან შეხვედრის შემდეგ.
ბოლო რამდენიმე კვირაა იემენის საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში სახელისუფლებო ძალებსა და ამბოხებულ შიიტ ჰუსიტებს შორის დაპირისპირება აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული პორტის საშუალებით კი სხვადასხვა ორგანიზაციას ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარება ჩააქვს.
ჰოდეიდას პორტში საომარი მოქმედებების გამო, მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდება ფერხდება.
ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამის გამო იემენში მილიონობით ადამიანს შიმშილის ემუქრება.