იემენის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, დაიღუპა 46 ადამიანი, არიან დაკარგულები
იემენის სანაპიროსთან, ადენის ყურეში მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, დაიღუპა 46 ადამიანი, 16 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ნავი სომალიდან სპარსეთის ყურის ქვეყნებში მიდიოდა.
ნავში 100-ზე მეტი ეთიოპიელი მიგრანტი იმყოფებოდა. როგორც გადარჩენილები იხსენებენ, იემენის სანაპიროსთან დიდი ტალღების გამო ნავი წყლით გაივსო და ჩაიძირა, სამაშველო ჟილეტები კი არ იყო.