იემენის სამხრეთ საპორტო ქალაქ ადენის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელთან აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა
იემენის სამხრეთ საპორტო ქალაქ ადენის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელთან აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ცნობებით, აეროპორტის გარე კარიბჭესთან მცირე ზომის სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რომელსაც სავარაუდოდ ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა.
„ადენის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად თორმეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ასევე არიან დაშავებულები“, – ანონიმურობის დაცვის პირობით განაცხადა ადგილობრივმა უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა.