იემენელმა შიიტმა ჰუსიტებმა ქალაქ ნაჯრანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბეს
იემენელმა შიიტმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ქალაქ ნაჯრანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბეს.
ჰუსიტების კონტროლირებული ტელეკომპანია „ალ მასირას“ ინფორმაციით, იერიშის სამიზნე აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზა და ანგარები გახდა, სადაც სამხედრო თვითმფრინავებია განთავსებული.
მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედ საერთშორისო კოალიციაში იემენელ ჰუსიტებს ირანის ტერორისტული მილიცია უწოდეს. ქალაქი ნაჯრანი იემენის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. საუდის არაბეთის მიერ ფორმირებულ კოალიციას და ჰუსიტებს შორის დაპირისპირებას იემენში 100 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.