იემენელი შიიტი ჰუსიტების ინფორმაციით, მათ საუდის არაბეთის არმიის 500 მებრძოლი მოკლეს და დაჭრეს
იემენელი შიიტი ჰუსიტები ვიდეოს ავრცელებენ და აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის არმიის 500 მებრძოლი მოკლეს და დაჭრეს.
ჰუსიტების განცხადებით, შიიტურმა სამხედრო ჯგუფებმა ჩასაფრება საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, გასულ თვეში მოაწყვეს. შეტაკება საუდის არაბეთის სამხრეთით, ნაჯრანის პროვინციაში მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სამხედროების ნაწილი ჩაბარდა.
საუდის არაბეთში ჰუსიტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ, რომელიც შეიარაღებას და სადაზვერვო მხარდაჭერას დასავლეთის ქვეყნებიდან იღებს, იემენელი შიიტი ჰუსიტების წინააღდმეგ სამხედრო ოპერაცია 2015 წელს დაიწყო. მანამდე, შიიტმა ჰუსიტებმა საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა ჩამოგდეს და ქვეყნის დედაქალაქი სანაა დაიკავეს.