ინდოეთში წყალდიდობას სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონს დაატყდა თავს.
გადაუღებელმა მუსონურმა წვიმებმა მდინარეების ადიდება გამოიწვია.
წყალდიდობამ საერთო ჯამში 450 ათასამდე ადამიანი დააზარალა.