გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნოდ პენსიონერებს გადასახადების შემცირებას ჰპირდება
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი წინასაარჩევნოდ პენსიონერებს გადასახადების შემცირებას ჰპირდება.
კონსერვატიული პარტიის განცხადებით, 2025 წლიდან ძალაში შევა ასაკთან დაკავშირებული ახალი შეღავათები, რომლის შედეგადაც, რვა მილიონამდე პენსიონერს დაახლოებით 100 ფუნტი სტერლინგით შეუმცირდება გადასახადი, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კი ეს თანხა 300 ფუნტ სტერლინგამდე გაიზრდება.
დღეისთვის ქვეყანაში 12.6 მილიონი პენსიონერია. ახალი ინიციატივა კი ხელისუფლებას 2029-2030 წლებისთვის წლიურად 2.4 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დაუჯდება.