IDFI საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ კვლევას აქვეყნებს
IDFI საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული ხარჯების (2011-2017) შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
დოკუმენტში წარმოდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების და აპარატში დასაქმებულითანა მშრომლების შრომის ანაზღაურების, სამივლინებო, წარმომადგენლობითი, საწვავის მოხმარების და ავტოპარკის განახლებაზე გაწეული ხარჯების ანალიზი. კვლევაში, ასევე მიმოხილულია სასამართლოს აპარატის საკადრო პოლიტიკა.
როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012-2017 წლების ფინანსური მონაცემების ანალიზის შედეგად კითხვები ჩნდება წლების განმავლობაში საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალურ განკარგვასთან დაკავშირებით.
მათივე ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში შესული საქმეების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის კლება, მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს წლების განმავლობაში სასამართლოს ადმინისტრაციული რესურსისა და მათ წინაშე მდგარი ამოცანების გონივრულ თავსებადობასთან დაკავშირებით.
“ამასთან, მოსამართლეთა საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე პრობლემურად უნდა შეფასდეს წლების განმავლობაში შესაბამისი დასაბუთების გარეშე მოსამართლეებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატებისგაცემის პრაქტიკა. კერძოდ, 2012 წლიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლეზე პრემიისა და დანამატის სახით გაცემულია დაახლოებით 2 მილიონი ლარი და ყოველწლიურადმათ პრემია/დანამატებზე უფრო მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა ყველა თანამშრომელზე ერთად.
საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ ხარჯვად შესაძლებელია შეფასდეს 2016-2017 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ავტოპარკის განახლებაზე გაწეული ხარჯები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, 2017 წელს საკონსტიტუციო სასამრთლოს თავმჯდომარისათვის 176 150 ლარად შესყიდული ავტომობილი, რაც შეუსაბამობაში მოდის საჯარო სექტორში ბოლო დროს ავტომობილების შესყიდვაზე გაწეული ხარჯებისოპტიმიზაციის კარგ პრაქტიკასთან. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოში შიდა ფინანსური კონტროლის სამსახურის და შესაბამისი სრულფასოვანი მექანიზმების არარსებობა, მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვისრისკებს”, – აღნიშნულია კვლევაში.
კვევის ავტორები საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაციებით მიმართავენ.
“საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს შიდა ფინანსური კონტროლის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას, მათ შორის, სამსახურებრივი ავტომობილებით სარგებლობის, სამივლინებო, წარმომადგენლობითი და სხვა ხარჯების მიზნობრიობის კონტროლს;
საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის მიხედვით, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის განსაზღვრულ ყოველთვიურ სარგოსთან. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შეიზღუდოს შესაბამისი დასაბუთების გარეშეპრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა;
საკონსტიტუციო სასამართლომ უზრუნველყოს ავტოპარკისო პტიმალური განკარგვა. კარგი პრაქტიკის სახით, სასამართლოს მიერ მხედველობაში შეიძლება იქნას მიღებული საქართველოს მთავრობის 2014წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესები;
საკონსტიტუციო სასამართლომ უზრუნველყოს აპარატის საშტატოს ნუსხაში სტრუქტურული ერთეულების ოპტიმალური ფორმირება, რაც გამორიცხავს აპარატში მაღალი რანგის თანამდებობის პირების პოზიციების ხელოვნურ შექმნას და დამატებით ბიუროკრატიულ ხარჯებს”, – აღნიშნულია რეკომენდაციებში.