ichange.gov.ge - ვებპორტალი, სადაც მოქალაქეებს ინიციატივების წარდგენის საშუალება აქვთ
ichange.gov.ge - ვებპორტალი, სადაც მოქალაქეებს ინიციატივების წარდგენის საშუალება აქვთ

​საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავრობამ მოქალაქეების ჩართულობის გაზრდის ინიციატივით, ვებპორტალი ichange.gov.geშექმნა.

“ეს არის ვებპორტალი სპეციალურად პეტიციებისთვის. ჩვენ გვინდა დავნერგოთ ინიციატივა, რომ 10 000 ხელმოწერის შემთხვევაში, მთავრობას ჰქონდეს ვალდებულება, განიხილოს ესა თუ ის პროექტი და დასაბუთებული პასუხი აცნობოს ინიციატორებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

​პრემიერის განცხადებით, ვებპორტალი გაზრდის საზოგადოების ჩართულობის მაჩვენებელს და შესაძლებელია, რომ ამ გზით მთავრობამ საინტერესო ინიციატივები მიიღოს.

რა არის ichange.gov.ge 

ეს არის ვებპორტალი პეტიციებისათვის, სადაც მოქალაქეებს სხვადასხვა ინიციატივის წარდგენა შეუძლიათ. 10 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში კი, მთავრობა ვალდებულებას იღებს განიხილოს კონკრეტული პროექტი.

მისი შექმნის ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით აიღო, რომელიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის N557 დადგენილებით იქნა დამტკიცებული. ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა.