ლოს-ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მონაწილეობა გამოწვევაში მიიღო (Bottle Cap Challenge).
შვედმა ამის გაკეთება არასტანდარტული მეთოდით მოახერხა. მან ბოთლი ფეხის დარტყმით გახსნა.
შეგახსენებთ, რომ შერეული საბრძოლო სახეობების (UFC) მებრძოლის, მაქს ჰოლოვეის მიერ წამოწყებული გამოწვევა (Bottle Cap Challenge) ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა და მასში არაერთი პოპულარული სპორტსმენი ჩაერთო.