იბრაჰიმოვიჩი - თუ მე ამერიკიდან წავალ, ამ საფეხბურთო ლიგას აღარავინ უყურებს
იბრაჰიმოვიჩი - თუ მე ამერიკიდან წავალ, ამ საფეხბურთო ლიგას აღარავინ უყურებს

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კომენტარი გააკეთა იტალიურ სერია ა-ში მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ. ცოტა ხნის წინ გავრხცელებული ინფორმაციით, შვედი ფეხბურთელით „ნაპოლი“ არის დაინტერესებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მატჩში „გალაქსიმ“ თანაქალაქელ „ლოს-ანჯელესთან“ 3-5 წააგო და „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) თასის გათამაშებას გამოეთიშა.

პირველ ტაიმში ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მოთამაშე კარლოს ველამ „ლოს-ანჯელესი“ ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა წინ, რასაც პავონმა და იბრაჰიმოვიჩმა უპასუხეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც ლოს-ანჯელესს დარჩა.

„ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეს ჩემთვის ვარჯიშივითაა“, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა მატჩის შემდეგ – „სტადიონიც ზედმეტად პატარაა და ეს ყველაფერი პარკში სეირნობას ჰგავს. თუ მე აქ დავრჩები, ეს კარგი იქნება ამ ლიგისთვის, რადგან მას მთელი მსოფლიო უყურებს. თუ წავალ, საერთოდ აღარავის ემახსოვრება, რა არის მეიჯორ ლიგ სოკერი“.

38 წლის ზლატანის კონტრაქტი „ლოს-ანჯელეს გალაქსისთან“ მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება.