„ნაპოლი“ იბრაჰიმოვიჩის შეძენას გეგმავს
„ნაპოლი“ იბრაჰიმოვიჩის შეძენას გეგმავს

„ლოს ანჯელეს გელაქსის“ შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა, უახლოეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას სერია A-ში დაბრუნდეს. ეს ინფორმაცია გაზეთმა „გაძეტა დელო სპორტმა“ გაავრცელა.

წყაროს ცნობით, „ნაპოლი“ გეგმავს 38 წლის ფორვარდისთვის წელიწადნახევრიანი კონტრაქტის შეთავაზებას წლიური ხელფასით – ოთხი მილიონი ევრო. საინტერესოა, რომ „გელაქსიში“ ზლატანი სეზონში 6.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

MLS-ში თამაშის პერიოდში, შვედმა თავდამსხმელმა 57 მატჩი ჩაატარა და 52 გოლი გაიტანა.