იბრაჰიმ რაისი - ირანის ისლამური რესპუბლიკა მეზობელ სახელმწიფოებთან და რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას პრიორიტეტს ანიჭებს
იბრაჰიმ რაისი - ირანის ისლამური რესპუბლიკა მეზობელ სახელმწიფოებთან და რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას პრიორიტეტს ანიჭებს

ირანის ისლამური რესპუბლიკა მეზობელ სახელმწიფოებთან და რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას პრიორიტეტს ანიჭებს. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ აშხაბადში გასამართ „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე გაფრენამდე თეირანში განაცხადა.

„როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ მეზობელ სახელმწიფოებთან და რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას და მიგვაჩნია, რომ ეს თანამშრომლობა შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში“, – აღნიშნა რაისიმ.

მისივე თქმით, ეს არის რიგით მე-15 სამიტი, რომელიც იმართება ლოზუნგით „ერთად უკეთესი და წარმატებული მომავლისთვის.

„ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია“ ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთი ქვეყნების მიერ დაარსებული სახელმწიფოთშორისი გაერთიანებაა, რომლის წევრები ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ავღანეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ირანი, თურქეთი და პაკისტანია.