"იბერია ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი - „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი აბსურდულია
„მხოლოდ მივესალმებით კონკურენციის სააგენტოს მოკვლევას, გამომდინარე იქიდან, რომ თემა საკმაოდ რეზონანსულია და საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს“, -ასე გამოეხმაურა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას “იბერია ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგორიშვილი.
„მივესალმებით ნებისმიერ მოკვლევას და დაველოდებით კონკურენციის სააგენტოს დასკვნას. რაც შეეხება მოლოდინს, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მათი მოთხოვნა არის აბსურდული და ამას თვითონ კონკურენციის სააგენტო გასცემს პასუხს. მათ მიერ წარდგენილ სარჩელში ოპერირებდა ექვსი კომპანია აქედან სამი ჩვენ კომპანიაში შემავალი ჯგუფია. დანარჩენები არიან ჩვენი ძირითადი კონკურენტები, რომლებთან კარტერულ გარიგებაზე საუბარი აბსურდულად მიმაჩნია, რადგან ჩვენი ძირითადი კონკურენტები არიან მოხსენიებულები მათ მიერ შეტანილ სარჩელში”, – განაცხადა დავით გოგორიშვილმა.
კონკურენციის სააგენტომ არ დააკმაყოფილა კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“, საჩივარი რომელიც გია გაჩეჩილაძის სიძეს, გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის. გიორგი შარაშიძე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებას ედავება. თუმცა ამავე დროს, კონკურენციის სააგენტო საჩივრის იმ ნაწილს გამოიკვლევს, სადაც ყურადღება გამახვილებულია ექვსი ეკონომიკური აგენტის მიერ შეთანხმებულ მოქმედებაზე.
დავის ერთ-ერთი მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროსთვის ათი რეანომობილის შეძენის ტენდერია.