„იბერია ბიზნეს ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი - გია გაჩეჩილაძე მიზანმიმართულად ცდილობს, ტარიელ ხეჩიკაშვილს ზიანი მიაყენოს
„იბერია ბიზნეს ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი გია გაჩეჩილაძის ბრალდებებს კარტერულ გარიგებებთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს.
როგორც დავით გოგორიშვილი აცხადებს, „იბერია ბიზნეს ჯგუფს“ მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისივე თქმით, გია გაჩეჩილაძე თემის პოლიტიზირებას ახდენს.
„ბოლო რამდენიმე დღეა ვისმენთ სრულიად უსაფუძვლო და არაადეკვატურ ბრალდებებს. ეს უკვე ცილდება ბიზნეს დავებს და ორ ბიზნეს სუბიექტს შორის დავას. გია გაჩეჩილაძე მანიპულირებს, რომ ის არის პრემიერის მეგობარი და სურს, რომ პრემიერი უშუალოდ ჩართოს ამ დავებში და ახდენს თემის პოლიტიზირებას.
ასევე დისკრიმინაციულ გამონათქვამებს იყენებს ტარიელ ხეჩიკაშვილის მიმართ მიზანმიმართულად, რომელიც არის დღეს პოლიტიკაში და ცდილობს, რომ მას მიაყენოს ზიანი.
აბსოლუტურად არ შეესაბამება ეს ბრალდებები სიმართლეს. ჩვენი წარმატების მიზეზი არის მრავალწლიანი გამოცდილება, განხორციელებული ინვესტიციები, რომელიც გვაქვს უკვე ბაზარზე, 15 წლიანი გამოცდილება და კვალიფიკაცია. რაც შეეხება კარტერულ გარიგებებს ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ იქ არიან ძირითადი ჩემი კონკურენტები, რომელზედაც ბატონი გაჩეჩილაძე საუბრობს და წლების განმავლობაში მათ ვეკონკურენტები და სრულიად უსაფუძვლოდ მიმაჩნია ბრალდებები, რომელიც გია გაჩეჩილაძისგან ისმის“, – განაცხადა დავით გოგორიშვილმა.პო
„უცნობმა“, გია გაჩეჩილაძემ სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებები აკავშირებს.
გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია „სიტროინ ჯორჯიამ“ უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს და ამ კომპანიების უკან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დგას.
ამ განცხადებას საქართველოს პრემიერი გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გია გაჩეჩილაძეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად არის დატოვოს თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, პრემიერის თქმით, გაჩეჩილაძემ ბოდიში უნდა მოიხადოს.