იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში პიროტექნიკით დაშავებული რვა პაციენტი აგრძელებს მკურნალობას
იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში პიროტექნიკით დაშავებული რვა პაციენტი აგრძელებს მკურნალობას

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, ამ დროისთვის, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებული რვა პაციენტი რჩება. ექიმის ინფორმაციით, რვავე მათგანს ჩაუტარდა ოპერაცია და სტაციონარული დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

„პაციენტებს აღენიშნებოდათ დაზიანებები ხელის თითებზე, სახეზე დამწვრობები, ერთ პაციენტზე დაგვჭირდა ხელის მტევნის ამპუტაციაც, ვინაიდან იყო მაღალენერგეტიკული ტრავმა. რაც შეეხება ალკოჰოლურ თრობას, ამ სიმპტომით დაახლოებით ექვსი პაციენტია შემოყვანილი“, – აცხადებენ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში.