Iart Gallery-ის საგამოფენო სივრცეში მხატვარ თენგიზ მიკოიანცის პერსონალური გამოფენა გაიმართა
Iart Gallery-ის საგამოფენო სივრცეში საქართველოს მხატვართა კავშირის წევრის თენგიზ მიკოიანცის პერსონალური გამოფენა „თბილისური შემოდგომის ფერები“ გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვარ თენგიზ მიკოიანცის 60-მდე ნამუშევარი, რომლებიც შექმნილია ორიგინალური ფერწერული ფერებითა და ჩრდილებით, რომლებიც ასახავს იმ გარემოს, სადაც მხატვარი ცხოვრობს და მუშაობს, ძველი თბილისისა და თანამედროვე თბილისის ქუჩების მოტივებით.
გამოფენას ესწრებოდნენ მხატვრები, ხელოვანები, სტუმრები როგორც საქართველოდან, ასევე სომხეთიდან.