IArt გალერეა ჟანრი ლოლაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს [ფოტო]
ჟანრი ლოლაშვილის პერსონალურ გამოფენას IArt გალერეა 14 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს. ექსპოზიცია სახელწოდებით „სხვა ჟანრი“ აერთიანებს სხვადასხვა დროს შესრულებულ ნამუშევრებს.
წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა პირველად გამოიფინება.
„მხატვრობაში მე ვარ რეჟისორიც, დრამატურგიც, სცენოგრაფიც და მსახიობიც. ეს განცდა, ეს ემოცია გაძლევს უფლებას, უფრო მეტად თავისუფალი იყო. აქ ყველაფერი გამოგონილია. უფრო ილუზიური სამყაროა. საერთოდაც, რაც უფრო გადიხარ შემოქმედებით სინამდვილისგან, მით უკეთესია“, – განაცხადა ჟანრი ლოლაშვილმა.
ჟანრი ლოლაშვილი საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ადამიანი-ისტორიის ევროპული ორდენის კავალერი, სხვა უამრავი ჯილდოსა და წოდების მფლობელია.