იაროსლავ კაჩინსკი - ვიქტორ ორბანი როდესაც ამბობს, რომ არ უნახავს, რა მოხდა ბუჩაში, მას ოფთალმოლოგთან მისვლა სჭირდება
იაროსლავ კაჩინსკი - ვიქტორ ორბანი როდესაც ამბობს, რომ არ უნახავს, რა მოხდა ბუჩაში, მას ოფთალმოლოგთან მისვლა სჭირდება

პოლონეთის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ხელმძღვანელმა, იაროსლავ კაჩინსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ურჩია, „ეწვიოს ოფთალმოლოგს“, თუ ის „ვერ ხედავს“ კიევის სიახლოვეს რუსი სამხედროების სისასტიკეს. მისივე თქმით, პოლონეთი უნგრეთთან არ ითანამშრომლებს.

ამის შესახებ კაჩინსკიმ პოლონურ „რადიო პლიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ორბანის ქცევის შეფასება ცალსახად უარყოფითია. როდესაც ის ამბობს, რომ არ უნახავს, თუ რა მოხდა ბუჩაში, მას ოფთალმოლოგთან მისვლა სჭირდება“, – განაცხადა კაჩინსკიმ.

მისივე თქმით, აქამდე ორბანის შეფასებისგან თავს იკავებდა, მაგრამ ახლა „აღიარებს, რომ ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა“. აქვე კაჩინსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი არ ითანამშრომლებს უნგრეთთან, თუ ორბანი არ შეცვლის პოზიციას უკრაინის ომთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, რასაც ორბანი აკეთებს, არის ის, რომ იმედოვნებს, შეასრულებს როლს ამ ომის დასრულებაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის სრული ჩიხი“, – დაამატა კაჩინსკიმ.