იაროსლავ დუდა - ევროკავშირმა უნდა გაგზავნოს მკაფიო მესიჯი, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ძალისხმევა დაფასებულია
იაროსლავ დუდა - ევროკავშირმა უნდა გაგზავნოს მკაფიო მესიჯი, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ძალისხმევა დაფასებულია

მინდა, გამოვთქვა ჩემი კმაყოფილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პროგრესის გამო, განსაკუთრებით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე გამართულ დებატებზე პოლონელმა ევროპარლამენტარმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა, იაროსლავ დუდამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გაგზავნოს მკაფიო მესიჯი, რომ ამ ქვეყნების ძალისხმევა დაფასებულია.

„მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, რომლებიც აქ აღვნიშნეთ, მინდა გამოვთქვა ჩემი კმაყოფილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პროგრესის გამო, განსაკუთრებით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გამო, რომლებიც ევროპული ინტეგრაციის გზაზე დგანან. ვფიქრობ, ევროკავშირმა უნდა გაგზავნოს მკაფიო მესიჯი, რომ მათი ძალისხმევა დაფასებულია“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

როგორც იაროსლავ დუდა აღნიშნავს, სწორედ ამიტომ ის მხარს უჭერს „ტრიოს სტრატეგია 2030-ს“, რომელიც ითვალისწინებს გრძელვადიან მხარდაჭერას ინვესტიციებისა და რეფორმების ხელშეწყობით.

„ეს არ არის მარტივი, ისევე, როგორც რეფორმები არ არის მარტივი. ჩვენ პოლონეთში ეს ვიცით. სწორედ ამიტომ, მსურს მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებს“, – განაცხადა პოლონელმა ევროპარლამენტარმა იაროსლავ დუდამ.