იარაღის კონტროლთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა
გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც მოსკოვის და პეკინის მოთხოვნის გაიმართა, ბირთვული შეიარაღება განიხილეს.
საგანგებო სხდომის დროს გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ იარაღის აკრძალვასთან დაკავშირებული სხვა შეთანხმებაც საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
იარაღის აკრძალვასთან დაკავშირებით აშშ-სა და რუსეთს შორის კიდევ ერთი შეთანხმება 2010 წელს გაფორმდა.
გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის, დიმიტრი პოლიანსკის განმარტებით კი, ვაშინგტონს ამ შეთანხმების შენარჩუნება არ სურს. ამასთან ერთად, მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური ამბიციების გამო მსოფლიო უკონტროლო გამალებული შეიარაღების დაწყებასთან ერთ ნაბიჯში დგას.
თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსკოვისა და პეკინის ქმედებები უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ.
ჯონათან კოენის განმარტებით, რუსეთმა იარაღის კონტროლთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებიდან გამოთიშვა დიდი ხნის წინ გადაწყვიტა. ამასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა იარაღის კონტროლთან დაკავშირებით ახალი შეთანხმების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ჯონათან კოენის განმარტებით, შეთანხმებაში რუსეთი და ჩინეთიც უნდა მონაწილეობდნენ.