იაპონური მედია - დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს
იაპონური მედია - დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

იაპონური მედიის ინფორმაციით, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა.

ტრამპი პრემიაზე „კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღებასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის“ წარადგინეს.

როგორც იაპონური მედია იუწყება, პრემიერ-მინისტრმა აბემ ტრამპს ნობელზე წარდგენის სარეკომენდაციო წერილი არგენტინაში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტზე წარუდგინა.

იაპონური გამოცემა „ასაჰი“ კი ამტკიცებს, რომ იაპონიის პრემიერმა ტრამპი ნობელის პრემიაზე თეთრი სახლიდან მიღებული შესაბამისი თხოვნის შემდეგ წარადგინა.

თავად ტრამპმა 15 თებერვალს განაცხადა, რომ სინძო აბესგან ხუთგვერდიანი წერილი მიიღო, რომელიც იაპონიის პრემიერმა ნობელის კომიტეტს გაუგზავნა.