იაპონიის შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა
იაპონიის შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა

იაპონიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მინორუ ტერადამ დაფინანსების სკანდალის გამო, თანამდებობა დატოვა.

წინა დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრემიერი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების საკითხს განიხილავდა.

„როიტერის“ ცნობით, ის უკვე რიგით მესამე მინისტრია, რომელმაც პრემიერის კაბინეტი ბოლო ერთი თვის განმავლობაში დატოვა, რაც პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას მხარდამჭერთა რიცხვს უფრო ამცირებს.

როგორც მედია წერს, კიშიდას რეიტინგი ივლისში ექსპრემიერ შინზო აბეს მკვლელობის შემდეგ მნიშვნელოვნად დაეცა, რაც გამოვლინდა, რომ მმართველ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრებს ღრმა და ხანგრძლივი კავშირები აქვთ უნიფიკაციის ეკლესიასთან, რომელიც კულტად არის ცნობილი.