იაპონიაში, სადგას პრეფექტურაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოხდა. ვერტმფრენმა ჯერ მართვის კონტროლი დაკარგა, შემდეგ ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ვერტმფრენის სკოლის შენობასთან ახლოს ჩამოვარდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ინციდენტის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.