იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით რამდენიმე პრეფექტურაში ძლიერი წვიმის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით რამდენიმე პრეფექტურაში ძლიერი წვიმის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით რამდენიმე პრეფექტურაში ძლიერი წვიმის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. სტიქიის ზონაში დაახლოებით მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კუნძულ კიუშუზე სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში უკვე რამდენიმე დღეა, გადაუღებლად წვიმს, რის გამოც ადიდებულია მდინარეები. სტიქიამ დააზიანა სახლები. კუნძულ კიუშუზე შვიდი ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში ძლიერი წვიმა 9 ივლისამდე გაგრძელდება.