იაპონიის რამდენიმე პრეფექტურაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
იაპონიის რამდენიმე პრეფექტურაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ოსაკაში გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსის 155 შემთხვევა გამოვლინდა. გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, პირველიდან 20 აგვისტომდე რესტორანში წასვლისგან თავი შეიკავონ.
აიტის პრეფექტურაში კი ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 110 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, დედაქალაქ ტოკიოში ბოლო 24 საათში ვირუსის 236 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 32 096 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1001 ადამიანი.