იაპონიის პრემიერმა ბოდიში მოიხადა, რომ მმართველი პარტიის წევრები ღამის კლუბს სტუმრობდნენ
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იოშიჰიდე სუგამ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ მმართველი გუნდის წევრები ღამის კლუბში იყვნენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ვწუხვარ, რომ ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ჩვენ ადამიანებს მოვუწოდებთ, რვა საათის შემდეგ თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან“, – განაცხადა სუგამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
რამდნიმე იაპონურმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის წევრები რამდენიმე ღამის კლუბში იმყოფებოდნენ. ფაქტს თავად მაღალჩინოსნებიც არ უარყოფენ და ისინი საზოგადოებას ბოდიშს უხდიან.
„იმ დროს, როდესაც ხალხს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, ჩემი ქცევა უპასუხისმგებლო იყო“, – განაცხდა ჯუნ მატსუმოტომ, რომელიც იაპონური მედიის ინფორმაციით, ორ ღამის კლუბს სტუმრობდა.
„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტოკიოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქალაქში რესტორნები და ბარები რვა საათზე იკეტება.